”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

შსს-მ ფოკაში ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავა

Desktop 5-7-2014 10-54-34 PM.avi_000024483   შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ნინოწმინდის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში მცხოვრები მამა-შვილი, 1964 წელს დაბადებული სეირან ჰ. და 1989 წელს დაბადებული ვოლოდია ჰ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

 შსს–ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 25 აპრილს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკასთან ახლოს მდებარე მარაბდა-კარწახის მშენებარე სარკინიგზო მაგისტრალიდან 156 ცალი რელსის გადასაბმელი და სხვა მასალები მოიპარეს. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ მოპარული სარკინიგზო მასალების საერთო ღირებულება დაახლოებით 6000 ლარს შეადგენს. სამართალდამცველებმა მოპარული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებულები  ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  177-ე მუხლით.

 

Information

This entry was posted on 08/05/2014 by in სამართალი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე