ახალციხის რაიონულ სასამართლოში, მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის ბესიკ ბლიაძის სასამათლო სხდომა გაიმართა, სადაც ბრალმდებელმა მამუკა ქომოშვილმა მოსამართლეს, საქმეში არსებული მტკიცებულებები წარუდგინა. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებები არ წარუდგენია დაცვის მხარეს, როგორც ადვოკატმა პროცესზე განმარტა, გამგეობიდან ყველა დოკუმენტი პროკურატურამ წაიღო გამოსაკვლევად.