“ქართულმა ოცნებამ” ასპინძაში გამგებლობის კანდიდატი დაასახელა. თვითმმართველობის არჩევნებში კენჭს მუნიციპალიტეტის უკვე ყოფილი გამგებელი ლევან ცაბაძე იყრის. შეხვედრას, პარლამენტარები , სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი და კოალიცია „ქართული ოცნების” წევრები დაესწრნენ.