“ქართული ოცნება” დღეს ადიგენში გამგებლობის კანდიდატს წარადგენს. კოალიციის რჩეული 2014 წლის არჩევნებისათვის ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზაქარია ენდელაძეა.
შეხვერდა ცენტრალურ პარკში 15:00 საათზეა დაგეგმილი.
შეგახსენებთ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატები უკვე დაასახელეს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სახელით – სიმონ პარუნაშვილი იბრძოლებს, ხოლო “დემოკრატიული მოძრაობა–ერთიანი საქართველოსათვის” – თამაზ მწყერაშვილი.
You must be logged in to post a comment.