“ქართულმა ოცნებამ” ასპინძაში გამგებლობის კანდიდატად ამ დრომდე მოქმედი გამგებელი ლევან ცაბაძე წარადგინა. მისი კანდიდატურა დღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ დაასახელა. შეხვედრა ასპინძის კულტურის სახლში გაიმართა, სადაც კოალიციის მხარდამჭერები შეიკრიბნენ. მოსახლეობას სიტყვით მიმართეს გედევან ფოფხაძემ, ასევე პარლამენტის წევრმა თემურ ჭკუასელმა და თავად ლევან ცაბაძემ. გამგებლობის კანდიდატმა მოსახლეობას მისი მუშაობის ანგარიში წარუდგინა და წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო.
” მე ვარ მესხი, ასპინძელი და ამით ამაყი ვარ” – განაცხადა ლევან ცაბაძემ შეხვედრაზე.
შეკრებილ მოსახლეობას, ასევე, სიტყვით მიმართა სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორმა. აკაკი მაჭუტაძემ მოსახლეობას არჩევნებში ლევან ცაბაძის მხარდაჭერა სთხოვა.
“ლევან ცაბაძე, იგივე “ლეონსიო” ჩემი მეგობარია და ძალიან მინდა, რომ ხმა მას მისცეთ” – აღნიშნა მხარის გუბერნატორმა.
“ქართული ოცნების” წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ 2014 წლის 15 ივნისს არჩევნებში კოალიცია კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს. მათი თქმით, “ყბადაღებული კოჰაბიტაციის თემა საბოლოოდ დასრულდება”
You must be logged in to post a comment.