”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ახალციხეში მერობის კანდიდატს ასახელებს

ნაც“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები გიგი უგულავა და გიორგი ბარამიძე ახალციხეში იმყოფებიან. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები თვითმმართველი ქალაქის მერობის კანდიდატსა და სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში გამგებლობის კანდიდატებს დაასახელებენ. შეხვედრა, რომელიც მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დარბაზში  მიმდინარეობს, ახალციხის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვაჟა ჩიტაშვილმა გახსნა. სიტყვით გამოვიდა ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი ტარიელ ლონდარიძეც. ამ წუთებში, მოსახლეობას სიტყვით მიმართავს გიგი უგულავა:

“მანახეთ ერთი რამე ამათ მიერ გაკეთებული, მაგრამ საქართველოს ისტორიას ამაზე მეტი უნახავს. ამას ერთად გავუძლებთ” – აცხადებს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი.

გიგი უგულავას თქმით, 8 მაისს სპორტის სასახლეში “ნაციონალური მოძრაობის” შეხვედრა გაიმართება, რითაც პარტია წინასაარჩევნო კამპანიას ოფიციალურად დაიწყებს.

Information

This entry was posted on 03/05/2014 by in არჩევნები.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე