თვითმმართველი ქალაქის მერობის კანდიდატი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ახალციხის ყოფილი გამგებელი, გელა დემეტრაძე იქნება. ამის შესახებ პარტიის საარჩევნო შტაბის თავმჯდომარემ, გიგი უგულავამ 3 მაისს, ახალციხეში განაცხადა. ,,ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებისა და მხარდამჭერების შეხვედრა მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა, რომელსაც დაახლოებით 500–მდე ადამიანი ესწრებოდა.