კომპანია “IDS ბორჯომი საქართველო” ბრენდების პორტფელს აფართოებს და ახალი მინერალური წყლის „მიტარბის” ჩამოსხმას იწყებს. „მიტარბის” წარმოება ბორჯომის N2 ჩამომსხმელ ქარხანაში მიმდინარეობს. პროდუქტის რეალიზაცია საქართველოს ბაზარზე 29 აპრილს დაიწყო. კომპანიის მენეჯმენტის გათვლებით ბრენდი სამი წლის მანძილზე ბაზრის მინერალური წყლის სეგმენტის 15 %-ს აითვისებს.