სიმონ პარუნაშვილს სასამართლო განაჩენს 7 მაისს გამოუტანს
სიმონ პარუნაშვილის, რატი ტატალაშვილისა და ჯემალ იაკობაძის მიმართ განაჩენს მოსამართლე 7 მაისს 13:00 გამოიტანს. ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ დასკვნითი სიტყვის წარდგენის შემდეგ, გიორგი ლონდარიძემ დღეს განაჩენის გამოსატანად ერთი კვირა ითხოვა.