სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილემ ავთანდილ კაჭკაჭაშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ ჟუჟუნაძემ და და გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურების წარმომადგენლებმა ახალციხეში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.
9 აპრილის ქუჩაზე ორი სკვერისა და მიმდებარე კორპუსებთან მისასვლელი გზების მოასფალტება, ასევე თამარაშვილის ქუჩაზე სკვერის მშენებლობა, ჯაყელის ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციების – სანიაღვრე არხებისა და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება და გზის მშენებლობა გასულ წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.
ამ ეტაპზე სკვერების სამშენებლო სამუშაოების მიღება-ჩაბარების პროცესი მიმდინარეობს, ხოლო ჯაყელის ქუჩის რეაბილიტაცია უახლოეს ხანში დასრულდება.
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 9 აპრილისა და თამარაშვილის ქუჩებზე ინფრასტრუქტურული პროექტები შპს „კენტავრი და კომპანიამ“ 400 000 ლარის ფარგლებში განახორციელა, ხოლო ჯაყელის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს შპს „ასტორია“ ასრულებს, რისთვისაც რეგიონული პროექტების ფონდიდან 290 000 ლარია გამოყოფილი.
You must be logged in to post a comment.