სამხარეო ადმინისტრაციაში საჯარო მოხელეთა კონკურსი დასრულდა. 5 კაციანმა კომისიამ 25 ვაკანტურ თანამდებობაზე მხოლოდ 22 პირი შეარჩია. სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის მთავარი და უფროსი სპეციალისტების, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სპეციალისტის თანამდებობები ვაკანტური დარჩა.