”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეში ერთი პრობაციონერი დასაქმდა

10172782_671490936251193_8696795925318387231_n    პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, ახალციხეში კიდევ ერთი მსჯავრდებული დასაქმდა.

სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროს ხელშეწყობით, ჯავახეთის პროფესიულ კოლეჯში პრობაციონერი მ. ბ –მ მუშაობა ლაბორანტის პოზიციაზე დაიწყო.   მისი ყოველთვიური ანაზღაურება 400 ლარს შეადგენს.

პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ახალციხის გარდა ორი მსჯავრდებული დასაქმდა ქარელსა და ლაგოდეხში.

ქარელის პრობაციის ოფისში აღრიცხვაზე მყოფ ა. გ-ს მიმართ ჩატარებული ინდივიდუალური მუშაობის შედეგად გაირკვა, რომ პრობაციონერის ოჯახი სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში ფიქსირდებოდა და მის ძირითად პრობლემას უმუშევრობა წარმოადგენდა. ქარელის პრობაციის ბიუროს ოფიცრის რეკომენდაციით, ა. გ.  ქარელის რაიონში მოქმედ მეტალო-პლასტმასის საამქროში დასაქმდა, სადაც პირველ ეტაპზე, ყოველთვიურად, 300 ლარამდე გამოიმუშავებს.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის პრობაციის ოფისში აღრიცხვაზე მყოფი რ. ე   კი პრობაციის ოფიცრის დახმარებით, კერძო ფერმერთან მწყემსად დასაქმდა და ხელფასის სახით, 450 ლარს მიიღებს.

Information

This entry was posted on 30/04/2014 by in საზოგადოება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე