სახელმწიფო რწმუნებულის სამცხე–ჯავახეთის ადმინისტრაციაში გასაუბრება დასრულდა. დღეს მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი 34 პიროვნებას უნდა გაევლო, თუმცა მათგან 20 კონკურსანტი არ გამოცხადდა. გასაუბრება სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის აპარატის მდივან–რეფერატის პოზიციაზე ჩატარდა.
გასაუბრებაზე საკუთარი ძალები 151 კონკუნკურსანტმა მოსინჯა. მეორე ეტაპზე გადასულთაგან 124 მათგანი კომისიის წინაშე არ გამოცხადდა.
კონკურსში გასული პიროვნებების ვინაობა საზოგადოებისათვის ცნობილი რამდენიმე დღეში გახდება, მას შემდეგ, რაც შემაჯამებელი ოქმი ადმინისტრაციის ვებ–გვერდზე გამოქვეყნდება.
მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი – გასაუბრება სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში 14 აპრილს დაიწყო.
კონკურსანტები 5 კაციანმა საკონკურსო – საატესტაციო კომისიამ შეარჩია, რომლის თავმჯდომარეც სახელმწიფოს რწმუნებული სამცხე–ჯავახეთში აკაკი მაჭუტაძე იყო, ხოლო მისი მოადგილე გუბერნატორის მოადგილე ავთანდილ კაჭკაჭაშვილი.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო რწმუნებულის –გუბერნატორის ადმინისტრაციამ მოხელეთა შესარჩევი კონკურსი 18 მარტს 25 პოზიციაზე გამოაცხადა. ვაკანტურ თანამდებობებზე შესული ელექტრონული განაცხადების რაოდენობამ 378 შეადგინა. აქედან, განაცხადების შერჩევის ეტაპი 275–მა კანდიდატმა გადალახა.
You must be logged in to post a comment.