”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი ასპინძის მუნიციპალიტეტში შეხვედრებს მართავს

10292225_553936204727305_6436582610370600595_n    სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ლევან ცაბაძესთან ერთად, სოფელ დამალის მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივების პრობლემები მოისმინა.

ასპინძა-დამალის დამაკავშირებელი გზა, სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფა, გაზიფიცირების დასრულება, საბავშვო ბაღის არარსებობა – ეს ის საკითხებია, რომლებიც ადგილობრივებს წლებია აწუხებთ. გუბერნატორი დამალელებს მუნიციპალიტეტში და მათ შორის დამალაში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა.

აკაკი მაჭუტაძე დამალის სკოლის პედაგოგებსაც შეხვდა, დაათვალიერა საკლასო ოთახები,კომპიუტერული კლასი და ბიბლიოთეკა.

სკოლის ადმინისტრაციის განცხადებით, მოუწესრიგებელია სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია. მოსწავლეებს არ აქვთ კეთილმოწყობილი სათამაშო მოედანი. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად გუბერნატორი მათ განათლების სამინისტროსთან შუამდგომლობას დაპირდა.

სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე ეტაპობრივად ასპინძის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებსაც ეწვევა და იქ არსებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნობა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.

Information

This entry was posted on 28/04/2014 by in საზოგადოება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე