ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში მესხეთის საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალისთვის კენჭისყრა გაიმართა. ქალაქში იმ გუნდების წარმომადგენლები ჩამოვიდნენ, რომლებიც მონაწილეობას 2014 წლის ჩემპიონატში მიიღებენ. შეხვედრაზე მათ ტურნირის წესები გააცნეს და ჩემპიონატის დეტალებზე ისაუბრეს.