“ქართულმა ოცნებამ” 12 თვითმმართველ ქალაქში მერობის კანდიდატები დაასახელა. საქართველოს პრემიერ მინისტრმა, სპორტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე, ისინი დღეს ოფიციალურად წარადგინა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ქვეყნის 12 ქალაქში მერობის კანდიდატები იქნებიან:
თბილისი – დავით ნარმანია; რუსთავი – დავით ჯიქია; ქუთაისი – შოთა მურღულია; გორი – ზურაბ ჯირგველიშვილი; ბათუმი – გიორგი ერმაკოვი; ფოთი – ირაკლი კაკულია; ზუგდიდი – ირაკლი გოგოხია; მცხეთა – ავთანდილ ნემსიწვერიძე; თელავი – პლატონ კალმახელიძე; ოზურგეთი – ბეგლარ სიორიძე; ახალციხე – გიორგი კოპაძე; ამბროლაური – რატი ნამგალაძე.
,,ქართულმა ოცნებამ” 2014 წლის 15 ივნისის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ოფიციალური კამპანია დღეიდან დაიწყო.
You must be logged in to post a comment.