”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

დაბა აბასთუმანს ელექტროენერგია არ მიეწოდება

M2U09271.MPG_000004525
დაბა აბასთუმანს მთელი დღის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას” ახალციხის სერვის-ცენტრში აცხადებენ, რომ მიზეზი მწყობრიდან გამოსული კაბელი გახდა, რომელიც აბასთუმნის მკვიდრმა დააზიანა.

მენეჯერის ზურაბ მამუკაშვილის თქმით, პიროვნება ტრაქტორის საშუალებით მიწას იმ ტერიტორიაზე ამუშავებდა სადაც კაბელი გადიოდა, გაუფრთხილებლობის გამო კი დენის წყარო დაზიანდა.

“ენერგო-პრო ჯორჯიას” მენეჯერი ამბობს, რომ დაბის მკვიდრი ცენტრს თავად დაუკავშირდა და პრობლემის შესახებაც აცნობა. მისივე მტკიცებით, ტერიტორიაზე ამ ეტაპზე სპეციალური სამსახურია მობილიზებული და დაბას რამდენიმე საათში ელექტრო ენერგიის მიწოდება სრულად აღუდგება.

„ჩვენ არ ვიყავით ვალდებულები სამუშაოები ჩაგვეტარებინა, კერძო პირი იყო დამნაშავე, თუმცა რადგან დახმარებისთვის მოგვმართა ჩვენც გავედით ადგილზე. მოსახლეობას მოვუწოდებთ, რომ პრობლემურ ტერიტორიებზე, მიწის დამუშავებამდე ჩვენ მოგვმართონ და გაგვაფრთხილონ, რადგან მიწაში ჩაყრილი ხაზები შეიძლება დაზიანდეს და აღნიშნულ სიტუაცაში აღმოვჩნდეთ“–განაცხადა სერვის ცენტრის მენეჯერმა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე