„სკოლბურთი 2014“ – ამ სახელწოდებით, ახალციხეში სკოლებს შორის მინიფეხბურთში ჩემპიონატი დაიწყო. შესარჩევ ტურნირში საჯარო სკოლების 10 გუნდია ჩართული. მუნიციპალიტეტის გამარჯვებული შემდეგ ეტაპზე რეგიონის პირველობისთვის იბრძოლებს. სკოლა, რომლის გუნდიც სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით წარმატებას მოიპოვებს, მომდევნო ეტაპზე მონაწილეობას რესპუბლიკურ ტურნირში მიიღებს.