”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მტკვარში დაკარგული ახალგაზრდის ძებნაში მაშველები საქართველოს მასშტაბით ჩაერთვნენ

wyali მდინარე მტკვარში დაკარგული ალიკა ხმალაძის პოვნას მაშველები უკვე მეექვსე დღეა ცდილობენ.
ასპინძის მუნიციპალიტეტის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო–სამუშაოებში სხვადასხვა მუნიციპალიტეტების საგანგებო სიტუიაციების მართვის სამსახურის ყველა ბრიგადაა ჩართული.
მაშველები ამბობენ, რომ სამძებრო სამუშაოები ამინდის გაუარესებამ გაართულა.

ასპინძაში მცხოვრები 33 წლის ალიკა ხმალაძე, მტკვრის სანაპიროზე მამასთან და ძმასთან ერთად იმყოფებოდა. იგი მდინარეში საცურაოდ შევიდა, რის შემდეგაც ოჯახის წევრებმა მისი პოვნა ვერ შეძლეს.

ასპინძაში უბედური შემთხვევა, 19 აპრილს, მტკვრის სანაპიროზე ეგრეთწოდებულ “გომებთან” მოხდა.

Information

This entry was posted on 24/04/2014 by in ახალი ამბები.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე