ეთნიკურად სომეხმა მოსახლეობამ ახალციხეში აქცია გამართა. მათ სომხეთა გენოციდი კიდევ ერთხელ გაიხსენეს და ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ფეხით მსვლელობა მოაწყეს. საბოლოოდ ადგილობრივები ,,ხაჩქართან” ანუ ქვის ჯვართან შეიკრიბნენ და გენოციდის მსხვერლთათვის პარაკლისი გადაიხადეს.