ახალციხის ნომერ პირველი ბაღი დღეს ოფიციალურად გაიხსნა. გახსნამდე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ივლიტის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა იოანემ აკურთხა. ახალციხის მუნიცპალიტეტის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ბაღში სასწავლო, პროცესი თებერვლის თვეში მშობლების მოთხოვნით განახლდა. მანამდე კი სამშენებლო სამუშაოების გამო რამდენიმე თვით სწავლა შეწყვეტილი იყო.