„აცერი და დაიცავი” – ამ სახელწოდებით საქართველოში ევროპის იმუნიზაციის კვირეული დაიწყო. აქციის მიზანია, იმუნიზაციის შესახებ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ შეიტყოს . მედიკოსები მშობლებსა და სამედიცინო პერსონალს მოუწოდებენ, რომ 14 წლამდე ასაკის ბავშვებში იმუნიზაციის კალენდრით გათვალისწინებული აცრები სრულყოფილად განახორციელონ.