”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მტკვარში დაკარგულ ახალგაზრდას მაშველები მეოთხე დღეა ეძებენ

mtkavri მაშველები მტკვარში დაკარგულ 33 წლის  ალიკა ხმალაძეს,  მეოთხე დღეა უშედეგოდ ეძებენ.

თბილისის, ახალციხისა და ასპინძის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები,  მდინარე მტკვარზე სამძებრო სამუშაოებს ამ დრომდე  ატარებენ. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავებიც.

როგორც ასპინძის მუნიციპალიტეტის სამაშველო სამსახურში აცხადებენ,  ასპინძაში მცხოვრები  ახალგაზრდა  მტკვრის სანაპიროზე მამასთან და ძმასთან ერთად იმყოფებოდა. იგი მდინარეში საცურაოდ შევიდა, რის შემდეგაც ოჯახის წევრებმა მისი პოვნა ვერ შეძლეს.

ასპინძის სამაშველო სამსახურის თანამშრომელი პავლე გიორგაძე ამბობს, რომ მდინარე ადიდებულია, რაც  სამძებრო სამუშაოებს ართულებს.

ასპინძაში უბედური  შემთხვევა,  19 აპრილს,  მტკვრის სანაპიროზე ეგრეთწოდებულ  “გომებთან”  მოხდა.

 

Information

This entry was posted on 22/04/2014 by in სამართალი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე