ბორჯომელ პრობაციონერებს უფასო სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდათ. მათ სხვადასხვა სახის უფასო სამედიცინო გამოკვლევა სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროსა და არასამთავრობო ორგანიზაცია “ტოლერანტის” თანამშრომლობის ფარგლებში ჩაუტარდათ.
“ბორჯომის პრობაციის ოფისში განხორციელებული ინდივიდუალური მუშაობის პროცესში, ხუთმა პირობით მსჯავრდებულმა განაცხადა, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებდა, მაგრამ, უსახსრობის გამო, ექიმთან მისვლას ვერ ახერხებდა. აღნიშნული საჭიროებების გათვალისწინებით, “ტოლერანტის” დახმარებით, ბორჯომის მრავალპროფილური საავადმყოფოს მედიკოსებმა პრობაციონერებს სხვადასხვა სახის ანალიზი და ტომოგრაფია ჩაუტარეს. მიღებული პასუხებისა და დასმული დიაგნოზის მიხედვით, პრობაციონერებს მკურნალობის კურსი დაენიშნებათ”, – აცხადებენ ბიუროში.
პირობით მსჯავრდებულთა სოციალური დახმარებისა და მათი ჯანდაცვის უზრუნველყოფის მიზნით, პრობაციის რეგიონული ბიუროები სხვადასხვა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციასთან კონსტრუქციულად თანამშრომლობენ.
You must be logged in to post a comment.