”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

გიორგი ქასრაშვილსა და რევაზ მერაბიშვილს სამსახურეობრივი უფლებამოსილება შეუჩერდათ

314G6242_01.AVI_000001160ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის  თანამშრომლებს დღეიდან სამსახურეობრივი  უფლებამოსილება შეუჩერდათ. გიორგი ქასრაშვილმა  და რევაზ მერაბიშვილმა  აღნიშნულის შესახებ, სასამართლო განჩინება  17 აპრილს მიიღეს. როგორც მათი ადვოკატი ირაკლი ბარძიმაძე ,,ექოსთან” აცხადებს,  გამოძიების დასრულებამდე და საბოლოო  განაჩენის გამოტანამდე გამგეობის ყოფილ თანამშრომლებს  უფლებამოსილება შეჩერებული ექნებათ.

,, ჩვენ იმედი გვაქვს , მოვიგებთ სასამართლო პროცესს და გამართლდებიან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები,  ჩათვალეთ, რომ ამ ეტაპზე ინფრასტრუქტურის სამსახურს მათსავით კომპეტენტური სპეციალისტები არ ჰყავს, პროექტების აზომვითი სამუშაოები მიმდინარეობს მუნიციპალიტეტში და ორივე მათგანი ძალიან საჭიროა. ვფიქრობ, ეს იყო პროკურატურის ხუშტური,  თორემ რა ზეგავლენა უნდა მოეხდინათ მათ თანამშრომლებისთვის. სახურავის აზომვაზე იყო საუბარი და  რამდენიც უნდა აზომონ ხომ არავინ წაიღებს სახურავს” – აცხადებს ირაკლი ბარძიმაძე. 

შეგახსენებთ, რომ გამგეობის ყოფილი თანამშრომლები და შპს ,,სამცხე XXI”–ს დირექტორი,   საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა 11 აპრილს დააკავა.  გიორგი ქასრაშვილსა და რევაზ მერაბიშვილს  ბრალად სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება, სამსახურეობრივი სიყალბე და დიდი ოდენობით თანხის მითვისება, ხოლო შპს “სამცხე XXI”–ს დირექტორს – ასევე დიდი ოდენობით თანხის მითვისება ედებოდათ.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ რევაზ მერაბიშვილსა და გიორგი ქასრაშვილს  12 აპრილს  გირაო 20 000 – 20 000 ლარის ოდენობით შეუფარდა, ხოლო გურამ ფარცახაშვილს  – 40 000 ლარი.   ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები საპატიმროდან გირაოს სანაცვლოდ 14 აპრილს გათავისუფლდნენ. მათ გირაოს უზრუნველყოფა საცხოვრებელი ბინებით შეძლეს.  წინასასამართლო პროცესი 2 ივნისს 13:00 საათზეა ჩანიშნული.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე