გამოცდების ეროვნული ცენტრი 2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგს აქვეყნებს. ცენტრის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით , ერთიანი ეროვნული გამოცდები 26 ივნისს დაიწყება.
პირველი გამოცდა ქართული ენასა და ლიტერატურაში 26-27 ივნისს ჩატარდება.
გამოცდა ზოგად უნარებში 30 ივნისს და 1 ივლისს არის დანიშნული. ინგლისურ ენაში – 2 -3 ივლისს. რუსულ, გერმანულ და ფრანგული ენებში კი გამოცდა 4 ივლისს ჩატარდება.
რაც შეეხება დანარჩენ საგნებს, გამოცდების განრიგი შემდეგია: 8 ივლისი – ლიტერატურა; 9 ივლისი – გეოგრაფია; 10 ივლისი – ისტორია; 11 ივლისი – მათემატიკა; 14 ივლისი – ქიმია; 15 ივლისი – ბიოლოგია; 16 ივლისი – ფიზიკა; 16 ივლისი – სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.
You must be logged in to post a comment.