შპს “სამცხე XXI”–ს დირექტორი თავისუფალია. გურამ ფარცახაშვილმა საპატიმრო 15 აპრილს დატოვა. მისი ადვოკატის განმარტებით, ოჯახმა გირაო საცხოვრებელი სახლით უზრუნველყო. ივანე ტატალაშვილის თქმით, გარკვეული დეტალები იყო მოსაგვარებელი, რაც გუშინვე მოგვარდა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები საპატიმროდან გირაოს სანაცვლოდ 14 აპრილს გათავისუფლდნენ. გირაოს უზრუნველყოფა მათაც საცხოვრებელი ბინებით შეძლეს.
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ რევაზ მერაბიშვილსა და გიორგი ქასრაშვილს 12 მარტს გირაო 20 000 – 20 000 ლარის ოდენობით შეუუფარდა, ხოლო გურამ ფარცახაშვილს – 40 000 ლარი.
ისინი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა 11 აპრილს დააკავა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებს ბრალად სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება, სამსახურეობრივი სიყალბე და დიდი ოდენობით თანხის მითვისება ედებათ, ხოლო შპს “სამცხე XXI”–ს დირექტორს – ასევე დიდი ოდენობით თანხის მითვისება.
წიანსასამართლო პროცესი 2 ივნისს 13:00 საათზეა ჩანიშნული.
You must be logged in to post a comment.