საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი სამხრეთ საქართველოში – თამარ სანიკიძე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა. ახალციხესა და ახალქალაქში მინისტრი პროფესორ – მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდა. მან საგანმანათლებლო სფეროში დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა და განმარტა, რომ უახლოეს მომავალში განათლების სტრატეგიული გეგმა შემუშავდება.