”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის რაიონულ სასამართლოში სიმონ პარუნაშვილის საქმეს განიხილავენ

anonsi 4 aprili.avi_000019520ახალციხის რაიონულ სასამართლოში ადიგენის ყოფილი გამგებლის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ამჯერად პროკურორი რევაზ მამადაშვილი პროცესზე გამოცხადდა. იგი ამ დროსთვის  დასკვნით სიტყვას კითხულობს. ამის შემდეგ მოსამართლე საბოლოო განაჩენს გამოიტანს.

სიმონ პარუნაშვილის ბოლო პროცესი  4 აპრილს იყო ჩანიშნული, თუმცა, იმის გამო რომ  პროცესზე  მამადაშვილის ნაცვლად სხვა პროკურორები გამოცხადნენ,  სხდომა ორჯერ გადაიდო. პროცსზე სხვა ბრალმდებელი გამოცხადდა, რომელმაც საქმის გასაცნობად დრო მოითხოვა.

ადიგენის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი სიმონ პარუნაშვილი 2013 წლის 27 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს.  29 აგვისტოს კი ახალციხის რაიონულმა სასამართლომ გირაოს სახით  3 000 ლარი შეუფარდა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

სიმონ პარუნაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 332–ე მუხლით ედება, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და გულგრილობას გულისხმობს.

Information

This entry was posted on 16/04/2014 by in სამართალი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე