”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

“ქართული სიტყვა მესხეთში”- მსახიობ ნანა დემეტრაშვილის პატივსაცემად ღონისძიებები გაიმართება

დამსახურებული არტისტის, ნანა დემეტრაშვილის საპატივცემულოდ სამცხე-ჯავახეთში საიუბილეო ღონსიძიება გაიმართება. ამასთან დაკავშირებით განცხადება  ღონისძიების ორგანიზატორებმა ოფიციალურად,  დღეს გამართულ  პრესკონფერენცია გააკეთეს. შეხვედრაზე მათ მედიის წარმომადგენლებს საიუბილეო დღესთან დაკავშირებით  ინფორმაცია გააცნეს და ღონიძიების დეტალებზე ისაუბრეს.   მათი განმარტებით მსახიობის პატივსაცემად გამართული ღონისძიება „ქართული სიტყვა მესხეთში” ორი დღის განმავლობაში 26 და 27 აპრილს გაიმართება. თავდაპირველად ნანა დემეტრაშვილის სახელობის მემორიალური დაფა  მის საცხოვრებელი სახლის კედელზე  დამაგრდება.   შემდეგ მსახიობის მოღვაწეობის შესახებ შექმნილი  წიგნის პრეზენტაცია მოხდება.  თეატრის ფოიეში კი დემეტრაშვილის ამსახველი ფოტო-გამოფენა მოეწყობა.

Information

This entry was posted on 15/04/2014 by in კულტურა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე