”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

გიორგი ქასრაშვილი და რევაზ მერაბიშვილი საპატიმროდან გაათავისუფლეს

1340718061_111111    ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებმა გიორგი ქასრაშვილმა და რევაზ მერაბიშვილმა საპყრობილე დატოვეს. მათი ადვოკატის ირაკლი ბარძიმაძს განმარტებით, ოჯახებმა გირაოს გადახდა, ფულადი თანხის ნაცვლად, საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყვეს.

ამ დრომდე საპყრობილეში რჩება შპს “სამცხე 21–ეს” დირექტორი გურამ ფარცახაშვილი. მისი ადვოკატის ივანე ტატალაშვილის განმარტებით, საჭირო დიკუმენტაციის შეგროვებამდე იგი საპატიმროში დარჩება.  შეგახსენებთ, რომ მას 12 მარტს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ გირაო შეუფარდა 40 000 ლარის ოდენობით, ხოლო ქასრაშვილსა და მერაბიშვილს – 20 000 – 20 000 ლარი.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა ახალციხის მუნიციპალიტეტის  გამგეობის თანამშრომლები სამსახურეობრივი უფლება მოსილების გადამეტების, სამსახურეობრივი სიყალბისა და დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით დააკავა.  ასევე დიდი ოდენობით თანხის მითვისებაზე დააკავეს შპს “სამცხე 21–ეს” დირექტორიც.

Information

This entry was posted on 15/04/2014 by in სამართალი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე