ასპინძის მუნიციპალიტეტში ცენტრალურ მაგისტრალზე, მეწყერულ ზონებში გზის ნაპირებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. შპს “ახალშენის” საქმეთა მწარმოებლის განმარტებით, მონაკვეთზე, რომელსაც ისინი აკონტროლებენ, რამდენიმე მეწყერსაშიში ადგილია და ქვები ცვივა. იმის გამო, რომ საავარიო სიტუაცია არ შეიქმნას, კომპანია ყოველ გაზაფხულზე გზებზე გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს.
შპს “ახალშენი” მუნიციპალიტეტში 25 კილომეტრს აკონტროლებს. სამუშაოები დაახლოებით, 20 000 ლარი ჯდება, რომელსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი აფინანსებს.