”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

შსს–ს ინიციატივით, ადმინისტრაციულ ჯარიმებზე საურავები მცირდება

6937032ff7de024 (2)    შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალი ინიციატივა შეიმუშავა. კანონპროექტის მიხედვით, საურავების დაკისრების ახალი მეთოდი ამუშავდება. კერძოს, თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის, მას დაეკისრება საურავი ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა. მაგალითისთვის, ახალი ინიციატივის მიხედვით, 10 ლარიანი ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, მოქალაქეს დაერიცხება საურავი 20 ლარის ოდენობით.

მოქმედი კანონმდებლობით, თუ მოქალაქე დადგენილ 30 დღის ვადაში ვერ გადაიხდის მასზე დაკისრებულ ჯარიმას, 100  ლარამდე ჯარიმის შემთხვევაში – მას ერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით, ხოლო 100 ლარზე მეტი ოდენობის ჯარიმის შემთხვევაში – 500 ლარის ოდენობით.

სამინისტრომ, ასევე, შეიმუშავა ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობის გამო ჩამორთმეული მართვის უფლების ადღგენის შემდეგი ფორმულა: თუ ჯარიმის ოდენობა არ აღემატება 100 ლარს და სამართალდამრღვევი გადაიხდის დაკისრებული ჯარიმისა და საურავის ორმაგ ოდენობას, სამართალდამრღვევს აღუდგება ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობისთვის ჩამორთმეული მართვის უფლება, ხოლო თუ დაკისრებული ჯარიმის ოდენობა აღემატება 100 ლარს –მართვის უფლების აღდგენა შესაძლებელი იქნება დაკისრებული ჯარიმისა და საურავის ერთნახევარი ოდენობის გადახდის (მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარის) შემთხვევაში.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მოქმედი კოდექსის თანახმად, ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის გამო შეჩერებული მართვის უფლების დასაბრუნებლად მოქალაქემ უნდა გადაიხადოს საურავი და დამატებით 500 ლარიანი ჯარიმა, თუ მართვის უფლება შეჩერებულია 6 თვის ვადით, ხოლო თუ შეჩერებულია 1 წლის ვადით – საურავთან ერთად 1000 ლარიანი ჯარიმა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე