სახელმწიფო რწმუნებულის სამცხე–ჯავახეთის ადმინისტრაციაში გასაუბრება იწყება. დღეს მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი 29 პიროვნებამ უნდა გაიაროს. გასაუბრება სახელმწიფო რწმუნებულის, გუბერნატორის აპარატის მთავარი სპეციალისტისა (საზოგადოებასთან ურთიერთობის ) და სპეციალისტის პოზიციებზე ჩატარდება.
მოხელეებს 5 კაციანი საკონკურსო – საატესტაციო კომისია შეარჩევს, რომლის თავმჯდომარე სახელმწიფოს რწმუნებული სამცხე–ჯავახეთში აკაკი მაჭუტაძეა, ხოლო მისი მოადგილე გუბერნატორის მოადგილე ავთანდილ კაჭკაჭაშვილი.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო რწმუნებულის –გუბერნატორის ადმინისტრაციამ მოხელეთა შესარჩევი კონკურსი 18 მარტს 25 პოზიციაზე გამოაცხადა. ვაკანტურ თანამდებობებზე შესული ელექტრონული განაცხადების რაოდენობამ 378 შეადგინა. აქედან, განაცხადების შერჩევის ეტაპი 275–მა კანდიდატმა გადალახა.
სახელმწიფო რწმუნებულის სამცხე–ჯავახეთის ადმინისტრაციაში გასაუბრება 28 აპრილს დასრულდება.
You must be logged in to post a comment.