სახელმწიფო რწმუნებულის სამცხე–ჯავახეთის ადმინისტრაციაში გასაუბრება დაიწყო. დღეს მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი 29 პიროვნებას უნდა გაევლო, თუმცა მათგან 11 კონკურსანტი არ გამოცხადდა. . გასაუბრება სახელმწიფო რწმუნებულის, გუბერნატორის აპარატის მთავარი სპეციალისტისა (საზოგადოებასთან ურთიერთობის ) და სპეციალისტის პოზიციებზე ჩატარდა. 15 აპრილს გასაუბრება სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის აპარატის უფროსი სპეციალისტების (საქმის მწარმოებლის და იურისტის) ვაკანსიებზე გაიმართება.