ბორჯომში უბედური შემთხვევა მოხდა. ადიგენში დაბადებულ 20 წლის ნინო კ–ს დაახლოებით, 16:00 საათზე მანქანა დაეჯახა.
„მეცხრე არხის“ ინფორმაციით, გოგონა ბორჯომის საავადმყოფოში თავად ავტომობილის მძღოლმა მიიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
“გოგონა საავადმყოფოში უკვე გარდაცვლილი მოიყვანეს. ექიმების ჩარევას აზრი აღარ ჰქონდა” – განაცხადა ბორჯომის საავადმყოფოს მორიგე ქირურგმა ბორის საბაშვილმა.
შსს–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, პიროვნება, რომელიც შემთხვევის დროს ავტომობილს მართავდა, ამ დროსთვის დაკავებულია. საქმეს საპატრულო პოლიციის სამცხე–ჯავახეთის საგამოძიებო სამსახური იძიებს, სსკ–ის 276 მუხლის მე–5 ნაწილით, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
You must be logged in to post a comment.