ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებსა და სამცხე 21–ეს” დირექტორს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ გირაო შეუფარდა: რევაზ მერაბიშვილს – 20 000, გიორგი ქასრაშვილს – 20 000, ხოლო გურამ ფარცახაშვილს – 40 000 ლარის ოდენობით. ბრალდების მხარის მიერ პროცესზე არაერთხელ გაჟღერდა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სახელი. პროკურორ რევაზ მამადაშვილის მტკიცებით, გამგეობის თანამშრომლებს ყალბი აქტის შედგენა ოლეგ სანდროშვილმა დაავალა.