”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სამცხე-ჯავახეთში დიდი რაოდენობით უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გამოვლინდა

197DSC09885   სამცხე-ჯავახეთში გატარებული პრევენციული ღონისძიების შედეგად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირებისა და დაურეგისტრირებელ სახერხ საამქროზე გადამუშავების 35 ფაქტი გამოავლინა. გამოვლენილ სამართალდამრღვევებზე გატარდა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები. საერთო ჯამში სამართალდამრღვევებიდან ამოღებული და დალუქულია დაახლოებით 137 კუბური მეტრი წიწვოვანი ჯიშის მორები. მოქალაქეების მხრიდან ხე- ტყის უკანონო მოპოვებით, გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა დაახლოებით 15,000 ლარი შეადგინა .

Information

This entry was posted on 12/04/2014 by in სამართალი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე