”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

„ბიონარკოტიკის“ წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას ახალციხეშიც შეუერთდნენ

ddddd     ე.წ. „ბიონარკოტიკის“ წინააღმდეგ  მიმართულ კამპანიას, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ წამოიწყო  ახალციხეშიც შეუერთდნენ. „არა ბიო ნარკოტიკს“ ამ სახელწოდებით ქალაქში აქცია გაიმართა. სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა მეხუთე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიის კედელზე ანტინარკოტიკულ თემაზე შექმნილი ესკიზები გადაიტანეს. აღნიშნულით თანატოლებს მოუწოდეს, უარი თქვან ე.წ. “ბიონარკოტიკების” მოხმარებაზე.

კედლების მოხატვის აქციები ერთდროულად რამდენიმე ქალაქში გაიმართა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ანტინარკოტიკული კამპანია 24 მარტს დაიწყო. კამპანიის მიზანს ე.წ „ბიონარკოტიკის“  მავნებლობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება წარმოადგენს.

 

Information

This entry was posted on 12/04/2014 by in საზოგადოება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე