ამ წუთებში, ახალციხის რაიონულ სასამართლოში , 11 აპრილს დაკავებული სამი მოქალაქის: ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლების: რევაზ მერაბიშვილისა და გიორგი ქასრაშვილის და შპს „სამცხე XXI”-ს დირექტორის გურამ ფარცახაშვილის პროცესი იწყება. ახალციხის მუნიციაპლიტეტის გამგეობის ორი თანამშრომლის ადვოკატი, ირაკლი ბარძიმაძეა, ხოლო გურამ ფარცახაშვილის უფლებებს ივანე ტატალაშვილი დაიცავს. ბრალმდებელი პროკურორი რევაზ მამადაშვილია. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პირები სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი სიყალბისა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე , ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გუშინ დააკავა. უფრო ვრცლად თემის შესახებ იხილეთ სიუჟეტი;
ამ წუთებში, ახალციხის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე პროცესს ,,ექოს” გადამღები ჯგუფი ესწრება. დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით.
You must be logged in to post a comment.