შინაგან საქმეთა სამინისტრომ ალექსანდრე ჭიკაიძის სამცხე–ჯავახეთში ვიზიტის ამსახველი ფოტომასალა გაავრცელა. შეგახსენებთ, რომ შს მინისტრი რეგიონს არაოფიციალური ვიზიტით დღეს ესტუმრა. მან შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო, ახალქალაქის, ნინოწმინდის, ადიგენის და ასპინძის რაიონული სამმართველოები მოინახულა. ალექსანდრე ჭიკაიძე პირადად გაეცნო თანამშრომლებს და მათი მუშაობის პირობებს, ასევე მიიღო ინფორმაცია რეგიონში არსებული ვითარების შესახებ.

You must be logged in to post a comment.