”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

საგამოძიებო სამსახური გამგეობის თანამშრომელთა დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

imgსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებისა და შპს “სამცხე 21″–ის  დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს:

“2014 წლის 11 აპრილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი სიყალბისა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე, დაკავებული იქნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის სპეციალისტები რევაზ მერაბიშვილი და გიორგი ქასრაშვილი. ასევე, დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე,  დაკავებულია შპს „სამცხე XXI ”-ს დირექტორი გურამ ფარცახაშვილი.

გამოძიებით დადგენილია, რომ   2013 წლის 17 ივლისს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონული ტენდერში ქ. ახალციხეში საცხოვრებელი კორპუსის სახურავების სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე, გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „სამცხე XXI.”. ტენდერის პირობების თანახმად, შესრულებულ სამუშაოებზე კონტროლი ევალებოდა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განყოფილების სპეციალისტებს, რევაზ მერაბიშვილსა და გიორგი ქასრაშვილს, რომლებმაც  შეადგინეს  ყალბი მონაცემების ამსახველი სამუშაოების მიღება-ჩაბარებისა და შესრულებული სამუშაოების აქტები, სადაც არ იქნა ასახული შესრულებული სამუშაოს შესახებ რეალური მონაცემები, რომლის საფუძველზეც შესრულებულად ნაჩვენები იქნა 54 800 ლარის სამუშაოები, ხოლო ფაქტობრივად კი საწარმოს დირექტორის გურამ ფარცახაშვილის მიერ  მითვისებული იქნა 33 400 ლარი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე, 341 და 182-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 დან 11 წლამდე. “

Information

This entry was posted on 11/04/2014 by in სამართალი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე