ახალციხის ცენტრალურმა სტადიონმა საგაზაფხულო კროსის ღია ჩემპიონატს უმასპინძლა. მძლეოსნობაში ერთმანეთს საქართველოს 11 მუნიციპალიტეტის სპორტსმენები დაუპირისპირდნენ. სხვადსხვა ასაკობრივმა ჯგუფებმა 650 მეტრიდან 4 კილომეტრამდე მანძილი დაფარეს. ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე ღია ჩემპიონატს, საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ალექსი ახვლედიანი, ასევე, ადგილობრივი თვითმართველობის ხელმძღვანელი პირები და მხარის გუბერნატორი დაესწრნენ.