”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის საპრეტენზიო კომისიაში საჩივრები არ შესულა

attachment    ასპინძის მუნიციპალიტეტის  გამგეობის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის საპრეტენზიო კომისიაში საჩივრების მიღება დასრულდა. განცხადით კომისიისთვის არც ერთ მონაწილეს მიუმართავს. იმ მონაწილეებს, რომლეთაც გასაუბრების ეტაპი ვერ გადალახეს, შესაძლებლობა ჰქონდათ საპრეტენზიო კომისიისთვის შეტყობინების მიღებიდან სამი დღის ვადაში მიემართათ.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის ნანა მიქაძის განმარტებით, კონკურსანტებს წერილობითი შეტყობინება 8 აპრილს გადაეგზავნათ.

შეგახსენებთ, რომ კონკურსის მეორე ეტაპი 7 აპრილს დასრულდა.   42 ვაკანტურ თანამდებობაზე 41 კანდიდატი შეირჩა.

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მოხელეთა შესარჩევი კონკურსი 4 და 5 მარტს გამოცხადდა.

Information

This entry was posted on 11/04/2014 by in საზოგადოება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე