”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ალექსანდრე ჭიკაიძემ სამცხე–ჯავახეთში რაიონული სამმართველოები მოინახულა

Untitled    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შს მინისტრმა შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო, ახალქალაქის, ნინოწმინდის, ადიგენის და ასპინძის რაიონული სამმართველოები მოინახულა. ალექსანდრე ჭიკაიძე პირადად გაეცნო თანამშრომლებს და მათი მუშაობის პირობებს, ასევე მიიღო ინფორმაცია რეგიონში არსებული ვითარების შესახებ. მინისტრმა შსს-ს დანაყოფების თანამშრომლების მუშაობა დადებითად შეაფასა და მადლობა გადაუხადა მათ დაკისრებული მოვალეობის წარმატებით შესრულებისთვის.
შინაგან საქმეთა მინისტრმა,  ასევე დაათვალიერა ასპინძაში შსს-ს მშენებარე კომპლექსური ბაზა. ბაზის მშენებლობა რამდენიმე თვეში დასრულდება და მის ტერიტორიაზე სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფი განთავსდება.
დღის ბოლოს მინისტრი ახალციხეს ეწვია და რაიონული სამმართველო და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველო დაათვალიერა.

 

 

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე