”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სამცხე–ჯავახეთის სატყეო სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს

satyeoooგარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის სატყეო სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე,    დღეს ირაკლი გოგია დაინიშნა. ინფორმაცია  ,,ექოს” სატყეო სააგენტოში დაუდასტურეს.  ახალ ხელმძღვანელს  სამსახურში ხვალ ელოდებიან. ვინ არის ირაკლი გოგია და რა თანამდებობა ეკავა მას სამცხე–ჯავახეთის სატყეო სამსახურის დირექტორობამდე,  ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.  ,,მეცხრე არხი” დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით. შეგახსენებთ, რომ  უკვე ყოფილი უფროსი ლევან ხოზრევანიძე,  სააგენტოს მიერ განხორციელებული როტაციის შედეგად, 2014 წლის პირველ აპრილს  შიდა ქართლის სატყეო სამსახურის უფროსად დაინიშნა.  იგი  სამცხე–ჯავახეთის სატყეო სამმართველოს   2013 წლის 26 ივნისიდან ხელმძღვანელობდა

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე