”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ასპინძის გამგეობის საპრეტენზიო კომისიაში საჩივრების მიღება 11 აპრილს სრულდება

ასპინძის მუნიციპალიტეტის  გამგეობის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის საპრეტენზიო კომისიაში საჩივრების მიღება 11 აპრილს სრულდება. ამ დროისათვის კომისიაში პრეტენზიის სახით განაცხადი არ შესულა. ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის ნანა მიქაძის განმარტებით, იმ პიროვნებებს, რომელთაც კონკურსის მეორე ეტაპი წარმატებით ვერ გადალახეს, ამის შესახებ წერილობითი შეტყობინება 8 აპრილს გადაეგზავნათ.  შესაბამისად, მათ შეუძლიათ საატესტაციო–საკონკურსო კომისიის წევრთა გადაწყვეტილება სამი დღის ვადაში გაასაჩივრონ.

Information

This entry was posted on 10/04/2014 by in საზოგადოება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე