ჩემპიონატი, სადაც მონაწილეობა საქართველოს მოკრივეთა 10-მა გუნდმა მიიღო, ახალციხეში გაიმართა. გორიდან, ქარელიდან, რუსთავიდან, ბორჯომიდან და დასავლეთ საქართველოდან ჩამოსული სპორტსმენები ერთმანეთს პირველობისათვის ახალციხის სპორტსკოლაში დაუპირისპირდენ. ჩემპიონატში მონაწილეთა ასაკი 10-დან 14 წლამდე განისაზღვრა. ტურნირს ორგანიზება ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურმა გაუწია.