ახალციხის მუნიციპალიტეტში 16 აპრილს, 14:00 საათზე დასუფთავების აქცია გაიმართება. ინიციატივა ადგილობრივ თვითმმართველობასა და ახალციხის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრს ეკუთვნის.
აქციაში უმაღლესი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, კერძო კომპანიები, სავაჭრო ობიექტები და სხვადასხვა ორგანიზაციები ჩაერთვებიან.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ დასუფთავების შემდეგ ქალაქში შეგროვებული ნაგვის გატანას შპს ,,კეთილმოწყობა“ უზრუნველყოფს, სოფლებში კი ამაზე თავად მოსახლებამ უნდა იზრუნოს.
You must be logged in to post a comment.