ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი დასრულდა.
174 კონკურსანტიდან, გასაუბრებაზე 79 მათგანი არ გამოცხადდა. ცხრა კაციანი კომისიის წინაშე გასაუბრება 53 მსურველმა ვერ გაიარა და შესაბამისად კონკურსს გამოეთიშა.
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის განმარტებით, 42 ვაკანტურ თანამდებობაზე 41 კანდიდატი შეირჩა. ნანა მიქაძის თქმით, ვაკანტური დარჩა სოფელ აწყვიტის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის თანამდებობა, რომელზეც კომისიამ კანდიდატი ვერ შეარჩია და აღნიშნულ პოსტზე ახალი კონკურსის გამოცხადებამდე ისევ ძველი რწმუნებული დარჩება.
ვაკანტურ თანამდებობაზე გასაუბრების პროცესი პირველიდან ოთხი აპრილის ჩათვლით კითხვა–პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. შერჩეული პირები კი თანამდებობებზე შემდეგ კვირაში დაინიშნებიან. ამ დროისათვის არცერთი საჩივარი შესულა საპრეტენზიო კომისიაშიც.
შეგახსენებთ, რომ მოხელეთა შესარჩევი კონკურსი ასპინძის მუნიციპალიტეტში 4 და 5 მარტს 42 პოზიციაზე გამოცხადდა. ვაკანტურ თანამდებობაზე 181 განაცხადი შევიდა, 6 აპლიკანტი ხარვეზების გამო კონკურსს მაშინვე გამოეთიშა.
You must be logged in to post a comment.